ტრენინგების აკრედიტაცია
განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც ახორციელებს სასწავლო ცენტრი, ასოციაციაში მოქმედებს გარე ტრენინგებისა და კურსების აკრედიტაციის სისტემა. აღნიშნული ემსახურება ასოციაციის წევრთათვის უფრო მეტი რაოდენობის ხარისხიანი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ღონისძიებების შეთავაზებას.
აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას, ასოციციაციის საგანმანათლებლო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. აკრედიტაცია შესაძლებელია მიენიჭოს როგორც კურსს, ასევე ინსტიტუციას.